წვრილი აზნაურის შვილი აბელარი პარიზში ჟენევიევას ბორცვზე აარსებს სკოლას, რომლის ადგილზე მოგვიანებით აღმოცენდა სორბონა. აბელარის (1079–1142) ლექციებზე უამრავი მსმენელი იყრიდა თავს. მისი აზრით, მხოლოდ ჭეშმარიტი ცოდნა შეიძლება იყოს რწმენის ურყევი საფუძველი– "უნდა გავიგო, რომ მწამდეს". აბელარს დიდი ბრძოლა უხდებოდა შუა საუკუნეების სქოლასტიკოსებთან, იგი ცოლსაც კი დააცილეს, რის შემდეგაც ბერად აღიკვეცა, 18 წლის ელოიზა კი მონაზონი გახდა. "თუ ცოდნა ბოროტებაა, მაშინ ღმერთი როგორ შეძლებდა ამ ბოროტებისაგან გათავისუფლებას". აბელარი კლუნის მონასტერში ბრძოლით დაღლილი გარდაიცვალა, ელოიზამ– შუა საუკუნეების ყველაზე განათლებულმა ქალმა იგი დაკრძალა მონასტერში, სადაც თავად იყო აბატი და 21 წლის შემდეგ თავადაც მისი ყოფილი ქმრის გვერდით დაიკრძალა.
Комментариев нет:
Отправить комментарий