ხოტევი პირველად, ჩვენამდე მოღწეული წყაროების მიხედვით, იხსენიება XI ს–ის წყაროში, ე.წ. "ნიკორწმინდის დაწერილში" (ნიკორწმინდის იადიგარში), სადაც ვკითხულობთ; "ხოტევს ვიყიდე გაბოშისაგან მიწაი და მივეც ხარი ა", ეფრემ შემოსწირა ყანაი ბეღელი ხოტევლისა სულისათვის".
ხოტევის სახელწოდებაზე ვკითხულობთ; იმერეთის მეფემ წულუკიძეებს ხოტევი უბოძა, სადაც მათ ციხე აუშენებიათ, ამ დროს მეფეს გამოუვლია და თავადებისთვის უკითხავს"ხო ტევიხართ ამ ციხეშიო". ადრე კი "ხევის უბანი ერქვა". ლეგენდა საეჭვოა, რადგან სახელი "ხოტევი" მანამდეც ჩანს წყაროებში.
საფიქრებელია XVII-ს–ის 70–იანი წლებიდან მოექცა სოფ. ხოტევი საწულუკიძეოში. მერაბ წულუკიძეს აუგია სოფლის ცენტრში მაცხოვრის ეკლესია, რომელიც 1925 წელს კომუნისტებმა დაანგრიეს. ხოტევში ამ ეკლესიის თანადროულია ციხეც, რომელიც XIX ს–ში დანგრეულა და დღემდე ასეა.
სტოლნიკი ტოლოჩანოვი და დიაკი იევლიევი იმერეთში 1650–52 წწ–ში მოგზაურობის აღწერის დროს ხოტევს იმერეთის ქალაქებს შორის იხსენებენ.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით "სახლობენ აქა ურიანი ვაჭარნი და ვაჭრობენ". აქ თავს იყრიდნენ ტყიბულიდან ნაქერალას უღელტეხილით ამბროლაურისაკენ, შხივანა–ბეთლევი–ველევი–წკადისი სხვავიდან, კვირიკეწმინდიდან, აგარიდან, თლუღიდან, კრიხიდან მომავალი გზები. სწორედ ამიტომ ხოტევი ქვემო რაჭის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო ცენტრი იყო.
ჟურნალ "ორნატის" დამატება– ნიკორწმინდის ეპარქიის სოფლები