http://youtu.be/i0tHxQKnxwA
воскресенье, 25 декабря 2011 г.
აბელარი და ელოიზა
წვრილი აზნაურის შვილი აბელარი პარიზში ჟენევიევას ბორცვზე აარსებს სკოლას, რომლის ადგილზე მოგვიანებით აღმოცენდა სორბონა. აბელარის (1079–1142) ლექციებზე უამრავი მსმენელი იყრიდა თავს. მისი აზრით, მხოლოდ ჭეშმარიტი ცოდნა შეიძლება იყოს რწმენის ურყევი საფუძველი– "უნდა გავიგო, რომ მწამდეს". აბელარს დიდი ბრძოლა უხდებოდა შუა საუკუნეების სქოლასტიკოსებთან, იგი ცოლსაც კი დააცილეს, რის შემდეგაც ბერად აღიკვეცა, 18 წლის ელოიზა კი მონაზონი გახდა. "თუ ცოდნა ბოროტებაა, მაშინ ღმერთი როგორ შეძლებდა ამ ბოროტებისაგან გათავისუფლებას". აბელარი კლუნის მონასტერში ბრძოლით დაღლილი გარდაიცვალა, ელოიზამ– შუა საუკუნეების ყველაზე განათლებულმა ქალმა იგი დაკრძალა მონასტერში, სადაც თავად იყო აბატი და 21 წლის შემდეგ თავადაც მისი ყოფილი ქმრის გვერდით დაიკრძალა.
понедельник, 19 декабря 2011 г.
პარალელები
მარკუს ემილიუს სკავრუსის ნიჭიერება დრო–ჟამის ალღოიან დაყნოსვასა და თავის სიამოვნებათა თარგზე ცხოვრების მორგება–მოსადაგებაში მდგომარეობდა, მთელი მისი უნარიც სულიერი სიღატაკისა და არმად მოპოვებული სიმდიდრის ოსტატურად დაფარვაში გამოიხატებოდა.
ლევან სანიკიძე–"კეისარიადა" 1989 წ. გვ.9
მარკუს ემილიუს სკავრუსის ეს დახასიათება მრავალ პოლიტიკოსს მიესადაგება თანამედროვე პოლიტიკოსებშიც.
ლევან სანიკიძე–"კეისარიადა" 1989 წ. გვ.9
მარკუს ემილიუს სკავრუსის ეს დახასიათება მრავალ პოლიტიკოსს მიესადაგება თანამედროვე პოლიტიკოსებშიც.
вторник, 13 декабря 2011 г.
"კართაგენი უნდა დაინგრეს"
კატონის ეს სიტყვები რომაელებმა რეალობად აქციეს, ქრ. შ–მდე 146 წელს კართაგენი დაანგრიეს, გადახნეს და მარილი მოაყარეს რათა ამ ტერიტორიაზე სიცოცხლე ხელახლა არ აღორძინებულიყო.
понедельник, 12 декабря 2011 г.
კედლის გაზეთი: "თამარიონი"საინტერესო ისტორიები ისტორიიდან
- პროეპროექტის სახელწოდება:' " საინტერესო ისტორიები ისტორიიდან"
- პროექტის მთავარი იდეა(თემა). მოსწავლეებმა მოიძიონ საინტერესო ამბები, კედლის გაზეთისთვის, რომელიც გამოიცემა ორ თვეში ერთხელ.
- პროექტის აქტუალობა: აქტუალური საკითხების მოძიება, თანამედროვეობასთან დაკავშირება.
- პროექტის მიზნები: მოსწავლეებში ისტორიის სიყვარულის გაღვივება, ძიების, კვლევის ინფორმაციის მოძიების და რეალიზების უნარის განვითარება.
- მონაწილეთა ასაკი: მე-8, მე-9 კლასი
- ვადები/ხანგრძლივობა: ორი თვე
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: საინტერესო ისტორიებით სავსე კედლის გაზეთი.
- პროექტისტვის საჭირო ძირითადი რესურსები: თაბახის ფურცლები, ფლომასტერი, ინტერნეტი, სხვადასხვა წიგნები, ფერადი ფურცლები.
- პროექტის მსვლელობა:1) დაინტერესებულ მოსწავლეთა ჯგუფის შექმნა. 2) კონკრეტული თემის შერჩევა სტატიებისთვის, 3) რესურსების მოძიება(ფორმატის ფურცელი, მარკერი ან საღებავები. ფერადი ფურცლები),4) სტატიების მოძიება, კორექტირება, 5) გაზეთის გაფორმება, 6)პრეზენტაცია.
- სთასაგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმან კავშირი: ისტ-. ის გამოყენება, ხელოვნებასთან კავშირი. ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარების გამომუშავება.
- პროექტის ხელმძღვანელი: ისტორიის მასწავლებელი-ინეზა კაციტაძე
- ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: inezacacitadze@gmail.comპროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: inkosblogi.
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: inkosblogi.
среда, 7 декабря 2011 г.
Подписаться на:
Комментарии (Atom)
